იურისტი
18-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

იურისტი

იურისტი შემოუერთდება Smart Capital Group-ის იურიდიულ დეპარტამენტს და იმუშავებს ჯგუფისა და მისი შვილობილი/აფილირებული კომპანიების მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე, კორპორაციულ და კომერციულ ტრანზაქციებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საინვესტიციო პროექტზე.

პოზიცია გულისხმობს ჯგუფის უფროსი იურისტის ხელმძღვანელობით სამართლებრივი საკითხების მართვას, ხელშეკრულებებისა და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებას და შეთანხმებას, სამართლებრივი რისკების შეფასებას, სამართლებრივი კვლევის განხორციელებას და ჯგუფის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევას.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები

  • Smart Capital Group-ისა და მისი შვილობილი/აფილირებული კომპანიების მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მართვა და სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კორპორაციულ საკითხებზე მუშაობა, მათ შორის კომპანიების დაფუძნებასთან, რეორგანიზაციასთან, წილების/აქციების გადაცემასთან, კაპიტალის ცვლილებასთან და სხვა კორპორაციულ ცვლილებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილებების, საერთო კრების ოქმების, მინდობილობების, თანხმობებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების მომზადება;
  • კორპორაციული და კომერციული ტრანზაქციების, საინვესტიციო და სხვა ბიზნეს პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და ტრანზაქციების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა, სამართლებრივი ანალიზი და შეთანხმება, მათ შორის მომსახურების, ნარდობის, საკონსულტაციო, ნასყიდობის, იჯარის, სესხის, კონფიდენციალურობის (NDA) და სხვა ტიპის ხელშეკრულებებზე მუშაობა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების თაობაზე კონტრაჰენტებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე სამართლებრივი დასკვნების, მემორანდუმებისა და კვლევების მომზადება;
  • საჯარო რეესტრთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების წარმართვა და შესაბამისი განცხადებების, წერილებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ მრჩევლებთან, ნოტარიუსებთან, აუდიტორებთან და სხვა პროფესიული მომსახურების მიმწოდებლებთან კოორდინაცია;
  • იურიდიული დეპარტამენტის სხვა მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სავალდებულო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება — სამართლის ბაკალავრის ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, სასურველია კორპორაციული და კომერციული სამართლის მიმართულებით;
  • სამეწარმეო, კორპორაციული და სახელშეკრულებო სამართლის კარგი ცოდნა;
  • კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამართლებრივი კვლევის ჩატარების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი წყაროების მოძიებისა და ანალიზის უნარი;
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა, მათ შორის ინგლისურ ენაზე ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების წაკითხვის, ანალიზისა და დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ის, კარგი ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება.

უპირატესობად ჩაითვლება

  • სამართლის მაგისტრის ხარისხი;
  • იურიდიულ ფირმაში კორპორაციული ან კომერციული სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კორპორაციულ, საინვესტიციო ან სხვა კომერციულ ტრანზაქციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამართლებრივი due diligence-ის ჩატარების გამოცდილება;
  • რთულ კომერციულ ხელშეკრულებებსა და მოლაპარაკებებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურენოვან და საერთაშორისო ტრანზაქციებზე ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საინვესტიციო, უძრავი ქონების, სამშენებლო, ტექნოლოგიურ ან FinTech პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საჯარო რეესტრში კორპორაციული ცვლილებებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცედურების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;
  • რუსული ენის კარგი ცოდნა.

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; თბილისის პარკინგის საშვი (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ); პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

კომპანია გთავაზობთ საინტერესო გამოწვევებს, სტაბილურ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ გუნდს და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!