პროდუქტის მენეჯერი

კერძო საწარმოო კომპანია ეძებს პროდუქტის მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პროდუქტის კონცეფციისა და შეფუთვის დიზაინის შემუშავება;
  • დიზაინერის საქმიანობის კოორდინაცია;
  • პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა წარმოების შესაძლებლობებთან შესაბამისობაში;
  • შეფუთვის მასალების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების მოძიება/შეთანხმება;
  • შეფუთვისა და დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან;
  • კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • საექსპორტო კლიენტებთან კომუნიკაცია და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • პროდუქტისა და შეფუთვის სპეციფიკაციების მორგება კლიენტის მოთხოვნებზე;
  • სარეკლამო მასალების მომზადება და კოორდინაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**  უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულება)

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

** გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა ან ბრენდ მენეჯმენტში

** დიზაინის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

**  MS Office-ის კარგი ცოდნა

**  ინგლისური ენის ცოდნა (საექსპორტო კომუნიკაციისთვის)


პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

 

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!